რეფლექსია
დასრულდა ტრენინგი. ამ ცხრა დღის განმავლობაში შევისწვლე ბევრი რამ. რაც პროექტის დაგეგმისთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი.
უღრმესი მადლობა ტრენერს იმ შრომისა და დახმარებისთვის, რაც მან გაგვიწია.
რეფლექსია
მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად შევარჩიე შეფასების რუბრიკა .გავითვალისწინე ჩემი პროექტის მიმდინარეობა და განხორციელებული თუ განსახორციელებელი აქტივობები შეფასების სტრატეგიების გათვალისწინებით გავაკეთე კიდეც მოსწავლეთა ნაშრომის შეფასება და ჩავყარე შესაბამის საქარალდეში.
რეფლექსია
განვიხილეთ და ვისაუბრეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებზე ,მათი შექმნის ინსტრუმენტებსა და მეთოდებზე. შევქმენი ნაშრომის მაკეტი და გავითვალისწინე 21 საუკუნის უნარები.აქედან გამომდინარე ჩამოვყალიბდი ჩემი პროექტის ორგანიზებაში უფრო უკეთესად.
რეფლექსია
ნათლად ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიმდევრობა. განვიხილეთ მესამე მოდული გავერკვიე როგორი მასალები გამოვიყენო პროექტში. საჭიროა შევქმნა გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი , რომელსაც მოვარგებ ჩემს პროექტს .გავიგე როგორ გამოვიყენო რესურსები ,რომ არ დავარღვიო საავტორო უფლებები.
მეოთხე დღის რეფლექსია
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები ,ფორმები.შევადგინეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა.
Saturday, December 14, 2013
რეფლექსია
პროექტის თემა უკვე მოვიფიქრე , დავიწყე დაგეგმვა, დავწერე პროექტის მიზნები, ამოცანები, 21-ე საუკუნის უნარები. გავარჩიეთ პროექტის საკვანძო კითხვები და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები და მივეცით რჩევები.